გაფრთხილება რისკების შესახებ

გაფრთხილება რისკების შესახებ

Forex & CFD ბაზარი არის მაღალშემოსავლიანი ბაზარი.

ბაზრის არაპროგნოზირებადი და ძლიერი მოძრაობების შემთხვევაში არსებობს იმის რისკი, რომ მოსალოდნელი ან მიმდინარე შემოსავალი ანგარიშზე შეიცვლება წაგებით.

"Globex Analytics"-ის ექსპერტები ფლობენ ცოდნასა და კომპეტენციას ამ რისკების შემცირებისთვის, ანალიტიკოსების შერჩევის გარკვეული პრინციპების დაცვით,

1. ანალიტიკოსის წარუმატებელი არჩევანი

"Globex Analytics"-ის პროექტის ანალიტიკურ რესურსთან დაკავშირების შემთხვევაში, თქვენ იღებთ სავაჭრო რეკომენდაციებს ჩვენი სასწავლო ცენტრის თანამშრომლებისგან. საკუთარი ანგარიშის მართვის გადაწყვეტილებისას, ორდერების გახსნის ან დახურვის გადაწყვეტილებას თქვენ თვითონ იღებთ. ანალიტიკოსი აყალიბებს სავაჭრო რეკომენდაციებს, პირველ რიგში საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობისთვის და დაინტერესებულია შემოსავლის მიღებით, თუმცა არც თვითონ არ არის დაზღვეული დანაკარგისგან. ანალიტიკოსების რეკომენდაციებით ორდერების გახსნისას, თქვენ თავზე იღებთ არასწორ საინვესტიციო გადაწყვეტილების რისკს, რომელსაც შეუძლია დანაკარგამდე მიგიყვანოთ. მაგალითად, თქვენ აირჩიეთ ანალიტიკოსი და ვაჭრობთ მისი რეკომენდაციებით, რომელსაც მაღალი შემოსავლიანობა აქვს და არის ამავდროულად პორტფელის ღირებულების ძალიან მაღალი მერყეობით.

ამ შემთხვევაში, თქვენ თავს არსებითი დანაკარგების რისკის ქვეშ აყენებთ, თქვენთვის ბაზრის არახელსაყრელი მოძრაობით (განსაკუთრებით თუ თქვენ მიერ არჩეული ანალიტიკოსი მუშობს საინვესტიციო ინსტრუმენტების მცირე რაოდენობით).

2. "Globex Analytics"-ის მუშაობის არსის არასწორი გაგება

"Globex Analytics"-ი არ არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების მართვის მომსახურებას. თქვენ დამოუკიდებლად ირჩევთ მისდიოთ თუ არა ანალიტიკოსის რჩევებს. უნდა კარგად გააცნობიეროთ - ანალიტიკოსი არ მართავს თქვენს ფულს და არ იძლევა შემოსავლიანობის გარანტიას, ის გაძლევთ სავაჭრო რჩევებს და არ აგებს პასუხს საკუთარი ფულით, მათ წინაშე ვინც ვაჭრობს მისი სავაჭრო სიგნალებით.

3. ფინანსური შემოსავლიანობა არ არის გარანტირებული

წინა შედეგები, რომლის საფუძველზეც იგება "Globex Analytics"-ის შემოსავლიანობა, არ იძლევა გარანტიას მიიღოთ ანალოგიური შემოსავალი იმავე ვადებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ანალიტიკოსმა გამოიმუშავა 500%, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლიენტი აღნიშნულ ანალიტიკოსთან დაკავშირებით, ასევე მიიღებს 500%-ს იმავე ნახევარი წლის განმავლობაში.

ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ მოგებას და არა წაგებას.

შემოსავლიანობის ტაბულები ასახავენ სხვა რამეს - ის ფაქტი, რომ პროექტის ანალიტიკოსები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩვენებენ მაღალ შემოსავლიანობას, რომ მათ პრაქტიკაზე დაამტკიცეს საკუთარი კვალიფიკაცია, რომ გარკვეული ვარაუდით მომავალში ისინი დარჩებიან წარმატებულ ტრეიდერებად.

"Globex Analytics"-ის სიგნალებით მუშაობით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ანალიტიკოსის წარმატებული ვაჭრობის გამოცდილებით, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ იზიარებთ ასევე მის შესაძლო წარუმატებლობას Forex-ზე.