სასწავლო პროგრამები

 

ჩვენი საბაზისო კურსი მოიცავს სწავლის ორკვირიან პროგრამას. მსმენელებს ეყოლებათ კურატორი, რომელთანაც შეათანხმებენ დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საფინანსო ბაზრებზე (სავალუტო და საფონდო სეგმენტები) ვაჭრობის გაკვეთილების განრიგს. სწავლა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და მასტერ-კლასებს. პრაქტიკული მეცადინეობების დროს მსმენელები დაამუშავებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს. პერსონალური კურატორი გაუწევს მოსწავლეებს კონსულტაციას ნებისმიერ კითხვებთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს შესაძლო შეცდომებზე.

ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის საფუძვლების შესწავლის პროცესში, პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს და მოსინჯავენ თავიანთ ძალებს ტრეიდინგში

სწავლა უფასოა. 

 

პროფესიონალი

ეს არის სავალუტო და საფონდო ბაზრებზე მუშაობის შესწავლის გაღრმავებული კურსი, რომელიც მოიცავს მეცადინეობების ერთთვიან პროგრამას. სემინარები ინდივიდუალურია. მსმენელს ჰყავს კურატორი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს სწავლა. კურატორის მთავარი ამოცანაა, გარიგებების დაგეგმარების და განხორციელების დროს, დაეხმაროს მსმენელს შეცდომებისგან თავის არიდების გზების მოძებნაში. იქნება ორი სახის მეცადინეობა – სავალდებულო და ფაკულტატიური. ფაკულტატიური მეცადინეობების შემდეგ მოსწავლეები, კურატორთან ერთად, განიხილავენ თავიანთ სავაჭრო იდეებს და მათ პრაქტიკაში გამოყენების გზებს, რაც იძლევა ვაჭრობის ტექნოლოგიების უკეთ გაგების საშუალებას.

ტრეიდინგის შესწავლას თბილისში, საგანმანათლებლო-ანალიტიკურ ცენტრ «Globex Analytics»-ში აქვს რამოდენიმე უპირატესობა. მოქნილი გრაფიკი აძლევს მსმენელს საშუალებას დაგეგმოს მეცადინეობები სურვილის მიხედვით. მუდმივი სამუშაო ადგილი, აღჭურვილი კომპიუტერით და ინტერნეტთან წვდომა, ეხმარება მიღებული უნარ-ჩვევების ეფექტურად დამუშავებაში.

პროგრამა «პროფესიონალის» მონაწილეები ესწრებიან ტრეიდინგის მასტერ-კლასებს,სემინარებს და გამოცდილი სპეციალისტების ლექციებს, რომელთა მიზანი არის ბაზარზე მიმდინარე პროცესების, ვაჭრობის ფსიქოლოგიის და რისკების მართვის სიღრმისეული ცოდნის მიღება. წარმატებული სწავლის და ტრეიდინგში დადებითი შედეგების მიღწევის შემთხვევაში, პროგრამა «პროფესიონალი»-ს კურსდამთავრებულები მოწვეულები იქნებიან ცენტრის სასწავლო საქმიანობის სფეროში მონაწილეობის მისაღებად და დამწყებთათვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად. ეს ეხმარება მათ მიღებული ცოდნის სტრუქტურირებაში, ასევე პერსპექტიული იდეების მოპოვებაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გახდნენ წარმატებული ტრეიდერები და მიიღონ შემოსავალი ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის დროს. მსმენელები, ვინც წარმატებით გაივლიან სწავლის კურსს, მიიღებენ სერტიფიკატს.