დასვი შეკითხვა

Goga Mesxi‎. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 18.07.2018 17:39
არის თუ არა Globex Analytics საბროკერო კომპანია?
პასუხი პასუხის თარიღი: 19.07.2018 14:55

Globex Analytics –არის საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის პრაქტიკული სამუშაოს,ფინანსურ ბაზარზე ტრეიდინგის შესწავლა. ცენტრში ფუნქციონირებს ასევე ანალიტიკური განყოფილება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აფასებს ფინანსურ ბაზარზე მიმდინარე სიტუაციას. 

Dachi Ramishvili‎. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 25.04.2018 19:40
როგორ გამოიმუშაოთ ფული? რამდენი უნდა ჩაირიცხოს დასაწყისისთვის?
პასუხი პასუხის თარიღი: 26.04.2018 11:34

სასტარტო კაპიტალის საკითხი ყოველთვის აინტერესებს დამწყებ ტრეიდერებს. როგორც საგანმანათებლო ცენტრი ჩვენ არ ვაძლევთ რეკომენდაციებს თანხებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობა და საკუთარი ძალების შეფასება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვასწავლოთ რისკ-მენეჯმენტი – რისკების მართვა ბაზარზე ფულთან მუშაობის დროს: როგორ დაგეგმოს სწორად გარიგებაში შესვლა, რა პარამეტრებით შეაფასოს ბაზრის მიმართულება.

Nika Ghambashidze. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 17.02.2018 11:32
აქვს თუ არა Globex Analytics საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია საბროკერო საქმიანობაზე?
პასუხი პასუხის თარიღი: 19.02.2018 11:30

Globex Analytics არ აქვს ლიცენზია ბროკერის საქმიანობაზე, რადგან ჩვენ საბროკერო საქმიანობას არ ვახორციელებთ.

Sopo Japaridze. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 21.11.2017 22:23
აქვს თუ არა Globex Analytics ოფისი ბათუმში ან სხვა ქალაქში?
პასუხი პასუხის თარიღი: 22.11.2017 16:20

Globex Analytics -ის საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრის ოფისი მდებარეობს თბილისში, საბურთალოს უბანში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარედ. სხვა ქალაქებიდან სწავლის მსურველებისთვის ჩვენ გვაქვს სწავლების დისტანციური პროგრამები.

Nukri Vartagava. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 10.03.2017 18:10
რა ღირს სწავლა?
პასუხი პასუხის თარიღი: 13.03.2017 12:10

ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის საბაზისო კურსი სრულიად უფასოა ! სპეციალიზებული მასტერ-კლასების და სიღრმესიული სწავლის კურსის ღირებულება დამოკიდებულია პროგრამაზე. იმისთვის, რომ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო პროგრამის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 592 01 31 33.

. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 10.11.2016 14:50
დღე მშვიდობისა! ჩემი ნაცნობი შეკვეთით, ბანკების მეშვეობით, ყიდულობს ფრანკს, იენას, და კიდევ რაღაც უცნაურ ვალუტებს. ამბობს, რომ ეს იგივეა რაც ევრო და დოლარი, ეს მართალია?
პასუხი პასუხის თარიღი: 10.11.2016 14:50

ყველა ვალუტა თავისებურად უნიკალურია და ლაპარაკი იმაზე, რომ ფრანკი და იენა ერთი და იგივეა, რაც დოლარი და ევრო, არ არის კორექტული. მაგრამ თუ თქვენი ნაცნობი გულისხმობს, რომ ფრანკი და იენა იცავენ ლარს ინფლაციისა და დევალვაციის პროცესებისგან, როგორც დოლარი და ევრო, მაშინ ის მართალია. ამ მიზნისთვის გამოდგება ბევრი უცხოური ვალუტა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული სავალუტო ბაზრისთვის ეგზოტიკური ვალუტის ყიდვის შემთხვევაში, თქვენ სირთულეები შეგექმნებათ მათ განთავსებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ფულს შეინახავთ „წინდებში“ ან საბანკო საკანში, ეს კი გონივრული არაა, რადგან უცხოური ვალუტაც ექვემდებარება ინფლაციას. კაპიტალს სჭირდება ინვესტირება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მიზანია- არ გამოიმუშაოთ, არამედ შეინახოთ. ეგზოტიკური ვალუტა მოუხდება მათ, ვინც დაინტერესებულია ინვესტიციებით და ცდილობს აამოქმედოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინსტრუმენტი, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავი რისკებისგან.

გიორგი. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 08.11.2016 15:20
თუ მე ვფიქრობ, რომ ოქრო უნდა გაძვირდეს, როგორ შემიძლია ამით თანხა გამოვიმუშავო?
პასუხი პასუხის თარიღი: 09.11.2016 15:22

არსებობს რამოდენიმე გზა, თუ როგორ გავაკეთოთ ფულის ინვესტირება ოქროში. ყველაზე გავრცელებულია ოქროს ზოდი, მაგრამ ოქროს ფასის მერყეობაზე „სწრაფი“ შემოსავლის მისაღებად ეს გამოუსადეგარია, რადგან იქ საკმაოდ დიდია სპრედი (ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა). მას შეუძლია 10-20%-ის მიღწევა, ხოლო იმისათვის, რომ ზოდმა შემოსავალი მოიტანოს, ლითონი უნდა გაძვირდეს 10-20%-ზე მეტად. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ იშვიათად. ალტერნატიულ გზას წარმოადგენს იყოს არაპერსონიფიცირებული ლითონის ანგარიში. ეს არის ჩვეულებრივი საბანკო ანგარიშები, მაგრამ მათზე ინახება არა ფული, არამედ ლითონი არაპერსონიფიცირებულ ფორმაში. არაპერსონიფიცირებულ ოქროს ყიდვა-გაყიდვას, ზოდისგან განსხვავებით, თან ახლავს ნაკლები სპრედი-როგორც წესი, 1-3%-ის ფარგლებში. შესაბამისად, შემოსავლის მისაღებად საჭირო იქნება ოქროს გაძვირება მხოლოდ 1-3%-ით.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – ოპერაციები ბროკერის საკრედიტო მხარის მეშვეობით არადერივატული ფინანსური ინსტრუმენტებით. აქ შესაძლებელია მიიღოთ მაღალი შემოსავალი ოქროს მცირე მერყეობის შემთხვევაშიც, მაგრამ რისკის დონეც ძალზე მაღალია.

სოფი. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 26.10.2016 11:02
მე მინდა შვებულებაზე ევროპაში ბარათით ვიმგზავრო. როგორ ჯობია, თანხა იყოს ევროში თუ ლარში?
პასუხი პასუხის თარიღი: 27.10.2016 13:27

თუ შვებულებისთვის გადადებული გაქვთ თანხა ევროში, აზრი არ აქვს მის კონვერტირებას ლარში, მერე ისევ ევროში. თქვენ თანხას დაკარგავთ კონვერტირებისას. ხოლო თუ სამოგზაურო თანხა ლარში გაქვთ, შეგიძლიათ იმგზავროთ თქვენი ბარათით. როგორც წესი კონვერტირების უნაღდო კურსი ბარათით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე კონვერტირება ნაღდი ფულით გაცვლის პუნქტებში. სტაბილური კურსის შემთხვევაში ლარის ბარათი იქნება უფრო ხელსაყრელი. ამ შემთხვევაში საჭიროა იცოდეთ, რომ ხელსაყრელი კონვერტაციიდან მოსალოდნელი ეკონომია შეიძლება ჩაყლაპოს ლარის და ევროს კურსის მერყეობამ.

შოთა. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 04.10.2016 13:24
OPEC-მა გაყინა ნავთობის მოპოვება, რამდენად შეიძლება ის გაძვირდეს?
პასუხი პასუხის თარიღი: 05.10.2016 16:31

ნავთობის მოპოვების გაყინვა ჯერ არ მომხადარა - OPEC-ის ქვეყნებმა მიაღწიეს გარკვეულ მოლაპარაკებას, მაგრამ ახლა უნდა მოხდეს შეთანხმების ხელმოწერა, რაც არ მოხდება ნოემბრის ბოლომდე. ამიტომ ნავთობის ბაზრის სტაბილურობაზე საუბარი ნაადრევია. არ არის გამორიცხული, რომ საქმის ბოლოსკენ OPEC-ის წევრებს შორის ისევ გამოჩნდება უთანხმოებები. ახლა ნავთობი პოზიტიური სიახლეების ფონზე გვიჩვენებს ფასის ზრდას, მაგრამ ცვალებადი საინფორმაციო ფონმა შეიძლება მოახდინოს ფასის ვარდნის ახალი ტალღის პროვოცირება. თუ ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას ხელი მოეწერება, ნავთობის ფასი შეიძლება გამყარდეს, 50 დოლარი ერთ ბარელზე.

მიქაელ აბოჩიშვილი. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 28.09.2016 09:40
რაზე შეიძლება იმოქმედოს არჩევნებმა აშშ-ში?
პასუხი პასუხის თარიღი: 29.09.2016 14:10

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ ბევრ ფინანსურ ინსტრუმენტებზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ეს არის დოლარი. უკვე იგრძნობა ინვესტორების განწყობა დოლარის პერსპექტივებთან, ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. ტრამპის გამარჯვების ალბათობა ასუსტებს დოლარს და ასევე პირიქით აძლიერებს. დოლარი წარმოადგენს საკვანძო მსოფლიო ვალუტას და მისი დინამიკა გავლენას ახდენს მრავალ ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მაგალითად, ოქროს და ნავთობის ფასი უკუკორელაციაშია დოლარის ფასთან. რაც უფრო იაფია დოლარი, მით უფრო კარგად « გრძნობს თავს» ნავთობი და ოქრო. მსგავსი დამოკიდებულება არსებობს იაპონურ იენასთან დაკავშირებით. განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს ასევე შეუძლია აშშ-ის არჩევნებზე რეაგირება. მაგალითად, უკვე ძლიერად დაეცა მექსიკური პესო, რადგან ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ტრამპის გამარჯვება უარყოფითად იმოქმედებს მექსიკის ეკონომიკაზე.

დათო აბოვიანი. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 22.09.2016 13:26
როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიპტოვალუტისადმი?
პასუხი პასუხის თარიღი: 23.09.2016 11:34

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია ბევრი კრიპტოვალუტა არსებობს (მაგალითად, ბიტკოინი მალე 8 წლის გახდება), კრიპტოვალუტის ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობა არ არის დიდი, რის გამოც საკმაოდ ხშირად ხდება მათი კურსის საგრძნობი რყევები -10-20%-ით და მეტით. ასეთი ცვალებადობა ნიშნავს საკმაოდ მაღალი რისკების არსებობას სპეკულაციური ოპერაციების დროს, მაგრამ გრძელვადიანი ინვესტიციები კრიპტოვალუტაში გამოიყურება საკმაოდ საინტერესოდ. კერძოდ, ლაპარაკია ბიტკოინზე. საქმე იმაშია, რომ ამ ვალუტის ემისიის მოცულობა შემოფარგლულია 21 მილიონი ცალის მოცულობით. პირველი 8 წლის განმავლობაში გამოშვებული იყო 15 მილიონ ცალზე მეტი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთულად იქმნება ახალი ბიტკოინები. პერსპექტივაში მსოფლიო დადგება ბიტკოინების დეფიციტის წინაშე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მათ საგრძნობ გაძვირებამდე.

ილიკო. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 05.07.2016 15:30
ნავთობზე ფასის დაცემა დაიწყო, ეს დიდხანს გაგრძელდება თუ დროებითი მერყეობაა?
პასუხი პასუხის თარიღი: 06.07.2016 13:35

სავარაუდოდ, ჩვენ საქმე გვაქვს ტენდენციასთან და არა დროებით დაწევასთან. ნავთობის ბაზარი ისევ რთულ ვითარებაშია ჭარბი შემოთავაზებების გამო. გარდა ამისა, ფაქტორები რომლებიც უზრუნველყოფდნენ ნავთობის ფასების ზრდას 2016 წლის პირველ ნახევარში, ამოწურულია. აშშ-ში უკვე რამოდენიმე კვირაა რაც იზრდება საბურღი დანადგარების რაოდენობა, ხანძრები კანადაში ჩაქრობილია, არეულობა ლიბანსა და ნიგერიაში შეჩერებულია. ბაზრის მონაწილეებს არაფერი უშლის ხელს განაახლონ და გაზარდონ მონაპოვარი. ამის ფონზე, უკვე თვის ბოლომდე, ნავთობის ფასი შეიძლება გამყარდეს, 40-42 დოლარი ერთ ბარელზე.

ლიკა. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 27.06.2016 09:15
ოქრო უკვე 1300-ზე მეტია, როგორ ფიქრობთ წელს 1400-ს მიაღწევს?
პასუხი პასუხის თარიღი: 28.06.2016 13:15

დიახ, ოქროს ასეთი შანსი აქვს. ახლა ბაზარზე სუფევს გაურკვევლობა ბრექსითის გამო, ფუნტი ეცემა, ბევრი ვალუტა- მასთან ერთად,ასეთ პირობებში ინვესტორები ტრადიციულად ზრდიან მოთხოვნას აქტივებზე - „თავშესაფარი“. მათ რიცხვს მიეკუთვნება ოქროც. გარდა ამისა, აშშ-ის სარეზერვო ფონდის სისტემა, სავარაუდოდ, არ გააგრძელებს განაკვეთების ზრდის ციკლს, ხოლო ეს შეამცირებს დოლარის საინვესტიციო მიმზიდველობას, და ოქროში «გადავა» კაპიტალების კიდევ ერთი ნაწილი. ეს ფაქტორიც მიგვანიშნებს ოქროს ფასის ზრდის სასარგებლოდ.

ლაშა. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 31.05.2016 14:39
ღირს თუ არა ამჟამად ფულის ინვესტირება საცხოვრებელ ბინებში? ამ ეტაპზე შესაძლებელია საკმაოდ იაფად ყიდვა. მე პრინციპში ეს არ მჭირდება, მაგრამ ვიფიქრე ამ გზით ფული შემენახა.
პასუხი პასუხის თარიღი: 01.06.2016 16:35

მართალია, ახლა უძრავი ქონების ფასი საქართველოში დაეცა, ხოლო დაბალი ფასების პერიოდი არის წარმატებული დრო ყიდვისთვის. გარდა ამისა, უძრავი ქონება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც რეალურად არ შეუძლია სრულად გაუფასურება და ის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კაპიტალი . მეტიც, უძრავ ქონებას შეუძლია დამატებითი პასიური შემოსავლის მოტანა იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას გააქირავებთ.

ამავე დროს, უძრავ ქონებაში ინვესტირებას გააჩნია გარკვეული სპეციფიური საკითხები. უნდა იცოდეთ, რომ ბინა არ არის დიდად ლიკვიდური აქტივი, თქვენ ვერ შეძლებთ სწრაფად მის უკან თანხაში გადაქცევას, თუ თქვენ ამისი საჭირობა გექნებათ. მეორე ნიუანსი-ოპერაცია უძრავ ქონებასთან ხშირად დაკავშირებულია დამატებით დანახარჯებთან, მაგალითად რიელტორის მომსახურება. გარდა ამისა უძრავ ქონებას მომავალში არა მხოლოდ გაძვირება, არამედ გაიაფებაც შეუძლია. ხელმისაწვდომი სესხები საქართველოში ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი, არც შემოსავლის გაზრდა, ამიტომ მოთხოვნილება ბინებზე ჯერ კიდევ დიდ ხანს შეიძლება დარჩეს დაბალი.

ამიტომ, უძრავი ქონება უნდა განიხილოს როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია, რომლის ძირითადი მიზანი არის არა გამრავლება, არამედ შენახვა. არ ვფიქრობ, რომ ღირს მთლიანი თავისუფალი კაპიტალის დაბანდება უძრავ ქონებაში, მეტად გონივრულია გადაანაწილოთ კაპიტალი სხვადასხვა აქტივებში, სხვადასხვა შემოსავლიანობის და რისკის დონით.

მარიამ პევონიშვილი. შეკითხვა : შექმნის თარიღი: 25.04.2016 12:05
რატომ ამბობენ რომ ოქრო არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია? მისი ფასი ხომ ეცემა!
პასუხი პასუხის თარიღი: 26.04.2016 12:05

ოქრო ითვლება საიმედოდ რადგან ვალუტებისგან განსხვავებით ის არ ექვემდებარება ინფლაციას და არ შეუძლია არცერთ შემთხვევაში სრულად გაუფასურდეს. ეს მტკიცებულება მართებულია პრაქტიკულად ნებისმიერი სასაქონლო აქტივისთვის. მაგრამ ამავე დროს ოქროს ფასს შეუძლია ძლიერი მერყეობა და დაცემაც კი. მაგალითათ 2013 წელს ოქრო გაიაფდა 30%-ით, წელს გაძვირდა თითქმის 20%-ით. ოქროს ფასი თითქმის ყოველთვის უკუკორელაციაშია დოლართან მიმართებაში: რაც უფრო ძვირია დოლარი, მით უფრო იაფია ოქრო და პირიქით.