კვირის მიმოხილვა

ბაზრის მიმოხილვა ( 25 თებერვალი - 8 მარტი)
ეროვნული ვალურა აგრძელებს გაუფასურებას ამერიკულ დოლართან მიმართებაში. პარასკევის, 1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 2.67 ლარი გახდა. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

ბაზრის მიმოხილვა ( 22 თებერვალი - 1 მარტი)
ლარი გასულ კვირას მცირედით დასუსტდა დოლართან მიმართებაში. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარასკევის, 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6598 ლარი გახდა. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

ბაზრის მიმოხილვა (11-22 თებერვალი).
ეროვნული ვალუტა ცდილობს შეინარჩუნოს ბოლო დროინდელი კურსი დოლართან მიმართებაში. პარასკევს , 15 თებერვლას,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 15 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მიმდინარე თვეს ეს რიგით მესამე ინტერვენციაა სებ-ის მიერ. კვირის ბოლოს დაფიქსირებული ვაჭრობის შედეგად ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 63 თეთრი გახდა. კრიპტოვალუტები გასული კვირის მანძლზე სტაბილურობას ინარჩუნებდნენ. 8 თებერვალს სპონტანურად გამყარების შემდეგ, რომელიც ტექნიკური გამყარება იყო, კრიპტოვალუტები მთელი კვირა ფლეტში მოძრაობდნენ. უმსხვილესი კრიპტოვალუტა Bitcoin-ი, კვირის მანძლზე მოძრაობდა 3600-3500 დოლარის დიაპაზონში. კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია კი 121 მილიარდ დოლარს შეადგენს. სასაქონლო ბირჟაზე ნავთობი გასული კვირის მანძლზე მკვეთრად გამყარდა. მიმდინარე წელს ეს ნავთობის ყველაზე დიდი გამყარებაა. ნავთობის გამყარებას რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. გასულ კვირას საუდის არაბეთმა განცხადა, რომ თავის მოკავშირეებთან ერთად გეგემავს კიდევ შეამციროს ნავთობის წარმოება, რის ფონზეც ნავთობმა გამყარება დაიწყო. ნავთობის გამყარებაზე მოქმედებდა აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები, რომლიც პეკინში მიმდინარეობდა გასულ კვირას. ორივე ქვეყნის ლიდერი აღნიშნავდა, რომ პროგრესი შეინიშნება და შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს. ამას ემატებოდა ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება და აშშ-ს მიერ ვენესუელასთვის ნავთობზე სანქციების დაწესება. კვირის ჯამში UK Brent-ის ხარისხის ნავთობი 61 დოლარიდან ავიდა 66 დოლარამდე. US Crude-ის ხარისხის ნავთობი კი, 51-დან ავიდა 56-მდე. მკვეთრი გამყარება ქონდა აგრეთვე ოქროს. ძვირფასი მეტალი მთელი კვირის მანძლზე მყარდებოდა ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შეთანხმებას კონგრესთან მექსიკის კედლის აშენებასთან დაკავშირებით. პარასკევს, 15 თებერვალს, დონალდ ტრამპა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რადგან შეთანხმება კედლის დაფინანსებაზე ისევ ვერ მოხდა. პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ე.წ უსაფრთხო აქტივი კვირის ბოლოს 1300 დოლარიდან ავიდა 1321 დოლარამდე. რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, ფორექსზე ატიურობით გამოირჩეოდა ზელდანდიური ვალუტა და ამერიკული დოლარი. ოთხშაბათს, 13 თებერვალს, ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა უცვლელი 1.75%. ბანკის მმართველმა, ედრიან ორმა განცხადა, რომ ამ ეტაპოზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდა არ იგეგმება. ორის თქმით, ბანკი ინარჩუნებს სტაბილურობას და მიმდინარე წელს ცვლილებებს არ გეგემავს.პრესკონფერენციის დროს ბანკის მმართველმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ განაკვეთების დაწევას არ გეგემავენ და პირიქით მუშაობენ გაზრდის საკითხზე. ამ ინფორმაციის ფონზე ზელანდიური კივი მკვეთრად გამყარდა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. გამორჩეულად იმოძრავა GBP/NZD-წყვილმა. კვირს ჯამში წყვილი თითქმის 5000 პუნქტით გაუფასურდა და 1.91-დან ჩამოვიდა 1.86-მდე. რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ დოლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედა. კვირის მანძილზე დოლარი გაურკვევლად, ორმაგი მიმართულებით მოძრაობდა. ხოლო კვირის ბოლოს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში დოლარი მკვეთრად დასუსტდა. EUR/USD-ის წყვილი 1.12330-დან ავიდა 1.13060-მდე. მიმდიანრე კვირაზე. 18-22 თებერვლის ეკონომიკური კალენდარი საშუალო დატვირთულობისაა. ორშაბათი ტრადიციულად მშვიდია ფუნდამენტალურად და შეგიძლიათ ტექნიკური ანალიზების მიხედვით ვაჭრობა. სამშაბათს, 19 თებერვალს, 13 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა უმუშევრობის დონე და განაცხადების რაოდენობა უმუშევრობის დახმარების მისაღებად. ოთხშაბათს, 20 თებერვალს, ღამის 1 საათსა და 45წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა მწარმოებლის შესყიდვის და გასაყიდი ფასების ინდექსი. სარამოს 23 საათზე ჩანიშნულია FOMC-ის პროტოკოლის პუბლიკაცია. ხუთშაბათს, 21 თებერვალს, გამთენიის 4 საათსა და 30 წუთზე ავსტრალია გამოაქვეყნებს უმუშევრობის დონეს და დასაქმებულთა რაოდენობას. 13 საათზე ევროზონიდან გამოვა საქმიანი აქტიურობის ინდექსი. 20 საათზე აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო გამოაცხადებს ნავთობის მარაგებს. პარასკევს, 22 თებერვალს, ღამის 4-ის ნახევარზე იაპონიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ნაციონალური ინდექსი. 17 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა საცალო გაყიდვები. დღეისათვის სულ ეს იყო, გლობექს ანალიტიქსი წარამეტბულ სავჭრო კვირას გისურვებთ, დროებით....
გასული და მიმდინარე კვირების მიმოხილვას
ჩვენი ეროვნული ვალუტა ცდილობს შეინარჩუნოს ბოლოდროინდელი კურსი დოლართან მიმართებაში. ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 15 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. კვირის ბოლოს დაფიქსირებული ვაჭრობის შედეგად ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 66 თეთრია. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (19-23 ნოემბერი) და მიმდინარე (26 -30 ნოემბერი) კვირების მიმოხილვა
ნოემბრის თვეში ეროვნული ბანკის მიერ ორჯერ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ლარი ცდილობს პოზიციების გამაყრებას დოლართან მიმართერბაში. სებ-მა 9 და 16 ნოემბერს ჯამში აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (29 ოქტომბერი-2 ნოემბერი) და მიმდინარე (5-9 ნოემბერი)კვირების მიმოხილვა
ლარი ისევ აგრძელბს გაუფასურებას დოლართან მიმართებაში. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ემატება დოლარის გამყარება სავალუტო ბირჟაზე, რაც გამოწვეულია ამერიკაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებით. პარასკევს, 2 ნოემბერს, ამერიკამ ნონფარმი გამოაქვეყნა დადებითი, 250 ათასი. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (22-26 ოქტომბერი) და მიმდინარე (29 ოქტომბერი-2 ნოემბერი) კვირების მიმოხილვა
ლარი ისევ აგრძელებს გაუფასურებას. ტურისტული სეზონი თითქმის დამთავრებულია რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას ამცირებს. ამას ემატება ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრია, ხოლო ერთი ევროს ფასი 3 ლარი და 07 თეთრია. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (24-28 სექტემბერი) და მიმდინარე (1-5 ოქტომბერი) კვირების მიმოხილვა
გასული კვირის დასაწყისში კრიპტოვალუტები ისევ სუსტდებოდა რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, თუმცა კვირის ბოლოს გამყარება დაიწყო. გამყარების მიზეზი ჩინური კრიპტოგიგანტი Bitmain- ი გახდა. კრიპტობირჟამ განაცხადა, რომ ჰონ-კონგის საფონდო ბირჟაზე აპირებს აქტივების გადატანას. დაანონსებული ინფორმაციის შემდეგ Bitcoin -ი 6280 -დან ავიდა 6670 -მდე ხოლო შემდეგ დასტაბილურდა 6500 დოლარზე. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (17-21 სექტემბერი) და მიმდინარე (24-28 სექტემბერი) კვირების მიმოხილვას.
რამდენიმე კვირიანი დასუსტების შემდეგ, ოთხშაბათს, 19 სექტემბერს, ბიტკოინმა გამყარება დაიწყო. გამყარების ძირითადი მიზეზი ნიუ-იორკის კომისიის მიერ წარდგენილი ანგარიში გახდა, რის მიხედვითაც მარეგულირებლების ნდობა კრიპტობირჟებისადმი მნიშვნელოვანად გაიზარდა. გასული კვირის ჯამში უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინი გამყარდა და5960 $-დან ავიდა 6638 $-მდე. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...

გასული (6-10 აგვისტო) და მიმდინარე (13-17 აგვისტო) კვირების მიმოხილვა
პარასკევს, 10 აგვისტოს ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. ლარის დასუსტების მიზეზი ამერიკული დოლარის ძლიერი გამყარება გახდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე რეგიონში, კერძოდ თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებამაც იქონია გავლენა, ჩვენი ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის გამო. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 53 თეთრი გახდა. ...

დარეგისტრირდი სრულად სანახავად...